საქორწინო ბეჭდები

      ნიშნობისა და ქორწინების ბეჭდები განსაკუთრებული სამკაულია, რომელსაც ადამიანები მთელი ცხოვრება ატარებენ. ამიტომ ეს ის შემთხვევაა, როცა "მარილისის" დიზაინერი მხოლოდ პრაქტიკული რჩევებით და ისტორიული ცნობების მიწოდებით შემოიფარგლება, ავტორი კი თავად დამკვეთია.

      როცა ესკიზი მზადაა, წინ მთავარი რიტუალია: წყვილი თავისი ხელით ადნობს ბეჭდების ოქროს, ეს მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც მათი თანაცხოვრების მეგზური იქნება.

      "მარილისი" ბედნიერებას გისურვებთ!