ინდივიდუალური დაკვეთა

     პერსონალური შეკვეთით "მარილისი"-ს ექსკლუზიური სამკაულის შექმნა შრომატევადი პროცესია და ხორციელდება დამკვეთის უშუალო, აქტიური მონაწილეობით და მისი სურვილების გათვალისწინებით. დამკვეთთან შეხვედრისას მარილისის კრეატიული სამსახურის სპეციალისტი ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის მომავალი სამკაულის ესკიზს, არჩევს შესაბამის ძვირფას ქვებსა და ტექნოლოგიებს,ნელ-ნელა იკვეთება მომავალი ძვირფასი ნივთის ხასიათი.

      ასეთი ექსპონატი რთული, მინიატურული არქიტექტურული პროექტია. მისი შესრულება დროს, გულწრფელ ემოციას და დაძაბულ მუშაობას მოითხოვს დიზაინერის, მხატვრის, ტექნოლოგიური ჯგუფისა და ოსტატისგან.ეს კომპლექსური ნამუშევარია, სადაც ყველა დეტალი ძალზედ მნიშვნელოვანია.ძვირფასი ქვების უზარმაზარი არჩევანი, დახვეწილი გემოვნება, შესრულების ვირტუოზული ტექნიკა და უზარმაზარი გამოცდილება- ასე იქმნება "მარილისის" ხელოვნების ნიმუშები.